ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა "სანსის" ლიდერმა დევინ ბუკერმა, რომელმაც 29 წუთში 34 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
დევინს მხარი "ფინიქსის" ცენტრმა დეანდრე ეიტონმა აუბა, რომელმაც 19 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
"პორტლენდის" რიგებიდან დემიენ ლილარდმა მორიგი კარგი შეხვედრა გამართა. ლილარდის ანგარიშზე 24 ქულა და 7 მოხსნა გახლდათ. აღსანიშნავია 6 დაკარგვაც.
20 მოგებითა და 10 მარცხით "სანსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. "ტრეილბლეიზერსი" 18 გამარჯვებითა და 12 მარცხით ამავე კონფერენეციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.
"ფინიქსი" მომდევნო მატჩს 25 თებერვალს, "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ გამართავს. "პორტლენდი" 24 თებერვალს "დენვერ ნაგეტსს" დაუპირისპირდება.
"ბერძნული წყევლის" ფანტასტიკა... MVP-ის შესანიშნავი მატჩი [VIDEO]