სუპერევროპელის 41 ქულა და გამარჯვება "პორტლენდთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 თებერვალს, "დენვერ ნაგეტსმა" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" უმასპინძლა და 111:106 დაამარცხა. 

"დენვერის" რიგებიდან ნიკოლა იოკიჩმა ფანტასტიკური შეხვედრა გამართა. სერბის ანგარიშზე 41 ქულა, 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ. 

ჯამალ მარიმ თავი 24 ქულით, 5 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. 

რაც შეეხება "პორტლენდს", საუკეთესო დემიენ ლილარდი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 7 მოხსნა და  13 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 

კარმელო ენტონიმაც კარგი მატჩი ჩაატარა, რომელმაც გუნდს 24 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე
დაფარება შესძინა. 

17 გამარჯვებითა და 14 მარცხით "ნაგეტსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "ტრეილბლეიზერსი" 18 მოგებითა და 13 მარცხით მე-6 ადგილს იკავებს. 

"დენვერი" მომდევნო მატჩს 26 თებერვალს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება "პორტლენდს", ისინი 27 თებერვალს "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" დაუპირისპირდებიან.


altდონჩიჩის ფანტასტიკური შეხვედრა და მატჩის მომგები სროლა [VIDEO]














































მკითხველის კომენტარები / 1 /
ხო იოკიჩმა ვერაფერი ვერ ქნა მსოფლიოზე და არაფერი სუპერევროპელები მაგენი არ არიან, აი დონჩიჩი უკვე სხვა თემაა.
dsag
14:40 24-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული