ლებრონი მორიგი სუპერ მატჩი.. "პორტლენდი" დამარცხებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 27 თებერვალს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" უმასპინძლა და 102:93 დაამარცხა. 

კალიფორნიელების რიგებიდან საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც 28 ქულა, 11 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. 

კარგი მატჩი ჩაატარა გერმანელმა დენის შროდერმა, რომელმაც გუნდს 22 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. 

"პორტლენდის" მხირდან შესანიშნავ ფორმაშია დემიენ ლილარდი, რომელმაც თავი 35 ქულით, 3 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემითა
და 1 დაფარებით გამოიჩინა. 

ახალგაზრდა გარი ტრენტმა 19 ქულა, 1 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა დააგროვა. 

23 მოგებითა და 11 მარცხით "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება, "პორტლენდი", თავის მხრივ, ამავე კონფერენციაში 18 გამარჯვებითა და 14 მარცხით მე-5 ადგილს იკავებს. 

კალიფორნიული გიგანტი მომდევნო მატჩს 1 მარტს "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ ჩაატარებს. 

"ტრეილბლეიზერსი" 2 მარტს "შარლოტ ჰორნეტსს" დაუპირისპირდება. 


alt"გოლდენ სტეიტმა" მოიგო.. გრინის ფანტასტიკური შეხვედრა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული