საუკეთესო ახალგაზრდამ ფანტასტიკური მატჩი გამართა, თუმცა ბერძენთან ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 5 მარტს, "მემფის გრიზლმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 111:112 დამარცხდა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ახალგაზრდამ, ჯა მორანტმა, შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, 7 წამით ადრე საკუთარ გუნდს უპირატესობაც მოუპოვა, თუმცა ჯრუ ჰოლიდეიმ გამარჯვების მომტანი სროლა ჩააგდო და "გრიზლი" დაამარცხა.

რაც შეეხება უშუალოდ სტატისტიკას, ჯას ანგარიშზე 35 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.

დილონ ბრუქსმა გუნდს 23 ქულა, 4 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.

"ბაქსის" რიდებიდან საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც თავი
26 ქულით, 11 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

კრის მიდლტონმა აქტივში 22 ქულა, 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.

ჯრუ ჰოლიდეიმ გუნდს 15 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

16 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით "მემფისი" დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს. "მილუოკს" 22 მოგება და 14 მარცხი აქვს, რითაც აღმოსავლეთში მე-3 ადგილზე იმყოფება.

"მემფისი" მომდევნო მატჩს 11 მარტს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ გამართავს. თავის მხრივ, "მილუოკი" 12 მარტს "ნიუ იორკ ნიქსს" დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული