ახალწვეულის შესანიშნავი შეხვედრა და დამარცხებული “პორტლენდი” [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 15 მარტს, “მინესოტა ტიმბერვულვზმა” “პორტლენდ ტრეილბლეიზერსს” უმასპინძლა და 114:112 დაამარცხა. 

მასპინძელთა რიგებში შესანიშნავად ათამაშდა ლატარიის პირველი ნომერი ენტონი ედვარდსი, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში 34 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. 

სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა კარლ ენტონი თაუნსმა, რომელმაც გუნდს 13 ქულა, 8 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება შესძინა.  

რაც შეეხება “პორტლენდს”, დემიენ ლილარდმა ფანტასტიკური შეხვედრა გამართა. მის ანგარიშზე 38 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გახლდათ. 

რობერტ კოვინგტონმა
თავი 19 ქულით, 7 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

9 გამარჯვებითა და 30 მარცხით “მინესოტა” დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზე იმყოფება.

თავის მხრივ, “პორტლენდი” 22 მოგებითა და 16 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს.

“ტიმბერვულვზი” მომდევნო შეხვედრას 17 მარტს, “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართავს. “პორტლენდი” ამავე რიცხვში “ნიუ ორლეან პელიკანსს” დაუპირისპირდება. 

alt42 ქულა და სამმაგი ბერძენის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული