ნათლიამ ნათლული დაამარცხა, "ბრუკლინი" ფანტასტიკურ თამაშს განაგრძობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 16 მარტს, "ბრუკლინ ნეტსმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 117:112 დაამარცხა.

"ნეტსი" საოცარ კალათბურთს თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს კევინ დურანტი და ახალწვეული ბლეიქ გრიფი ვერ ეხმარებიან.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო მექულე კაირი ირვინგი გახლდათ, რომელმაც 34 ქულა, 1 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ჯეიმს ჰარდენმა მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა. დღევანდელ შეხვედრაში ჯეიმსის ანგარიშზე 21 ქულა, 15 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გახლდათ.

რაც შეეხება "ნიუ იორკს", გამოირჩა ჯულიუს რენდლი, რომელმაც გუნდს 33
ქულა, 12 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.

არჯეი ბარეტმა თავი 23 ქულით, 6 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ბარეტის ნათლია "ბრუკლინის" მწვრთნელი სტივ ნეში გახლავთ.

"ნეტსი" 27 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. თავის მხრივ, "ნიქსი" 20 გამარჯვებითა და 20 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება.

"ბრუკლინი" მომდევნო შეხვედრას 18 მარტს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავს. "ნიუ იორკი" 17 მარტს "ფილადელფიას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული