ბითაძემ დაცვაში თავი შესანიშნავად გამოიჩინა! მისი გუნდი დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 16 მარტს, "დენვერ ნაგეტსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და კომფორტული სხვაობით, 121:106 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ მოედანზე 9:02 წუთი დაჰყო, რა დროშიც დაცვაში შესანიშნავად გაისარჯა. ქართველმა 3 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა.

"პეისერსის" რიგებიდან საუკეთესო მალკომ ბროგდონი გახლდათ, რომელმაც გუნდს 24 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

"დენვერის" რიგებიდან მორიგი შესანიშნავი შეხვედრა გამართა ნიკოლა იოკიჩმა. სერბმა დღევანდელ შეხვედრაში 32 ქულა, 14 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

იოკიჩს მხარი ვილ ბარტონმა
აუბა, რომელმაც თავი 20 ქულით, 6 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

17 მოგებითა და 21 წაგებით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "ნაგეტსი" 23 გამარჯვებითა და 16 მარცხით დასავლეთში მე-5 ადგილს იკავებს.

"პეისერსი" მომდევნო შეხვედრას 18 მარტს, "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ გამართავს. "დენვერი" ამავე რიცხვში "შარლოტ ჰორნეტსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი გოგა! ნელ ნელა, სტაბილური თამაში, ბევრი რისკის გარეშე ყოველჯერზე. ყველაფერს დრო უნდა და შენი მონდომებით შეუძლებელი არაფერია.
ჯარჯი
16:53 16-03-2021
0

სიახლეები პოპულარული