შესაძლებლობების ზღვარს მიღმა, სუპერვარსკვლავი ფანტასტიკურ ფორმაშია, მისი გუნდი კი წინ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 17 მარტს, “პორტლენდ ტრეილბლეიზერსმა” “ნიუ ორლეან პელიკანსს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 125:124 დაამარცხა. 

შეუდარებელ ფორმაშია “პორტლენდის” ლიდერი დემიენ ლილარდი, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში 50 ქულა, 6 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ლილარდმა 18 ნასროლი ერთქულიანიდან 18-ივე ზუსტად გამოიყენა, ხოლო ზოგადად მისი გუნდი საჯარიმო ხაზზე 31-ჯერ დადგა და 100%-იანი შედეგი, 31 საჯარიმო გამოიყენა. 

დემიენს მხარი გარი ტრენტ ჯუნიორმა აუბა, რომელმაც თავი 22 ქულით, 3 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა. 

რაც შეეხება “ნიუ ორლეანს”, საუკეთესო მექულე
ბრენდონ ინგრამი გახლდათ, რომელმაც გუნდს 30 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. 

კარგი მატჩი ჩაატარა ზაიონ უილიამსონმაც, რომელმაც აქტივში 28 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. 

23 გამარჯვებითა და 16 მარცხით “პორტლენდი” დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, 17 მოგებითა და 23 მარცხით “პელიკანსი” ამავე კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს. 

ეს გუნდები 19 მარტს ისევ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. 

altბითაძემ დაცვაში თავი შესანიშნავად გამოიჩინა! მისი გუნდი დამარცხდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული