10:38 17-03-2021
ვარსკვლავების 58 ქულა ლებრონის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
AutoSharing Option
მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში “ლეიკერსს” 25 ქულა, 12 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.
“მეფეს” მხარი მონტრზელ ჰარელმა აუბა, რომელმაც თავი 25 ქულით, 4 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
რაც შეეხება “მინესოტას”, საუკეთესო მოთამაშე კარლ ენტონი თაუნსი გახლდათ, რომელმაც 29 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
საუცხოო ფორმაში იმყოფება გუნდის ახალწვეული ენტონი ედვარდსი, რომელმაც ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ კრიტიკოსები თავისი კარგი თამაშით გააჩუმა. ედვარდსმა დღევანდელ შეხვედრაში 29 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა დააგროვა.
27 გამარჯვებითა და 13 მარცხით “ლეიკერსი” დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. 9 მოგებითა და 31 მარცხით “მინესოტა” ამავე კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს.
“ყვითლები” მომდევნო შეხვედრას 19 მარტს “შარლოტ ჰორნეტსის” წინააღმდეგ გამართავს. “ტიმბერვულვზი” ამავე რიცხვში “ ფინიქს სანსს” დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ


უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული


