ვარსკვლავების 58 ქულა ლებრონის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 17 მარტს, “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “მინესოტა ტიმბერვულვზს” უმასპინძლა და 16-ქულიანი უპირატესობით, 137:121 დაამარცხა. 

მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში “ლეიკერსს” 25 ქულა, 12 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

“მეფეს” მხარი მონტრზელ ჰარელმა აუბა, რომელმაც თავი 25 ქულით, 4 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. 

რაც შეეხება “მინესოტას”, საუკეთესო მოთამაშე კარლ ენტონი თაუნსი გახლდათ, რომელმაც 29 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

საუცხოო ფორმაში
იმყოფება გუნდის ახალწვეული ენტონი ედვარდსი, რომელმაც ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ კრიტიკოსები თავისი კარგი თამაშით გააჩუმა. ედვარდსმა დღევანდელ შეხვედრაში 29 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა დააგროვა.

27 გამარჯვებითა და 13 მარცხით “ლეიკერსი” დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.  9 მოგებითა და 31 მარცხით “მინესოტა” ამავე კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს. 

“ყვითლები” მომდევნო შეხვედრას 19 მარტს “შარლოტ ჰორნეტსის” წინააღმდეგ გამართავს. “ტიმბერვულვზი” ამავე რიცხვში “ ფინიქს სანსს” დაუპირისპირდება. 

altშესაძლებლობების ზღვარს მიღმა, სუპერვარსკვლავი ფანტასტიკურ ფორმაშია, მისი გუნდი კი წინ მიიწევს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული