კვლავ მცირედი დროით, თუმცა აგრესიულად... გოგა და "ინდიანა" "ბრუკლინთან" დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 მარტს, "ინდიანა პეისერსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 124:115 დასრულდა.

"პეისერსის" შემადგენლობაში გოგა ბითაძემ მორიგი შეხვედრა გამართა. ქართველმა მოედანზე 3:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 1 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ გოგამ მცირე დროში 2 პერსონალურის მიღება მოასწრო.

"ინდიანას" რიგებიდან საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც 18 ქულა, 11 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

რაც შეეხება "ბრუკლინს", ფანტასტიკურ ფორმაშია ჯეიმს ჰარდენი, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში თავი 40 ქულით, 10 მოხსნით, 15
შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

კაირი ირვინგისა და კევინ დურანტის არყოფნაში ჯეიმსს მხარი ჯო ჰარისმა აუბა, რომელმაც გუნდს 19 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა შესძინა.

17 გამარჯვებითა და 22 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს. 28 მოგებითა და 13 მარცხით "ნეტსი" ამავე კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება.

"პეისერსი" მომდევნო შეხვედრას 20 მარტს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს. "ბრუკლინი" იმავე რიცხვში "ორლანდო მეჯიქს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული