დონჩიჩის მორიგი ფანტასტიკა და ინდივიდუალურად დამარცხებული სუპერდუეტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 მარტს, "დალას მავერიკსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 105:89 დაამარცხა.

"მავერიკსის" ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა შეუდარებელი თამაში ჩაატარა. ახალგაზრდა ვარსკვლავის ანგარიშზე 42 ქულა, 6 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ.

ლუკას მხარი ლატვიელმა კრისტაპს პორზინგისმა აუბა, რომელმაც 11 ქულა, 13 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

"კლიპერსის" რიგებიდან პოლ ჯორჯი გამოირჩა, რომელმაც 28 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.

კავაი ლეონარდმა გუნდს 20 ქულა, 7 მოხსნა, 7-იც შედეგიანი
გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

21 გამარჯვებითა და 18 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "კლიპერსი" 26 მოგებითა და 16 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს.

"მავერიკსი" მომდევნო შეხვედრას 20 მარტს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება "ლოს ანჯელესის" გუნდს, ისინი 21 მარტს "შარლოტ ჰორნეტსს" დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული