ისინი პლეი-ოფში სანახაობისთვის უნდა გავიდნენ! "ვაშინგტონის" ვარსკვლავების მორიგი სუპერშეხვედრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 19 მარტს, "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და 9-ქულიანი უპირატესობით, 131:122 დაამარცხა.

დედაქალაქელთა ორმა სუპერვარსკვლავმა უბრალოდ ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა და გუნდს მორიგი გამარჯვება შესძინა.

საუკეთესო მექულე ბრედლი ბილი გახლდათ, რომელმაც 43 ქულა, 2 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

რასელ უესტბრუქმა მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა, თანაც როგორი?

"კუნინძას" ანგარიშზე 35 ქულა, 15 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ.

რაც შეეხება "იუტას", სტუმართა რიგებიდან საუკეთესო დონოვან მიტჩელი გახლდათ, რომელმაც გუნდს 42 ქულა, 4 მოხსნა, 6 შედეგიანი
გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

ჯო ინგლესმა თავი 34 ქულით, 5 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.

15 გამარჯვებითა და 25 მარცხით "ვაშინგტონი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. თავის მხრივ, "ჯაზი" 29 გამარჯვებითა და 11 მარცხით დასავლეთისა და ლიგის ლიდერია.

"ვიზარდსი" მომდევნო შეხვედრას 22 მარტს, "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ გამართავს. "იუტა" 20 მარტს "ტორონტო რეპტორსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული