დღეს, 19 მარტს, "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და 9-ქულიანი უპირატესობით, 131:122 დაამარცხა.
დედაქალაქელთა ორმა სუპერვარსკვლავმა უბრალოდ ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა და გუნდს მორიგი გამარჯვება შესძინა.
საუკეთესო მექულე ბრედლი ბილი გახლდათ, რომელმაც 43 ქულა, 2 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
რასელ უესტბრუქმა მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა, თანაც როგორი?
"კუნინძას" ანგარიშზე 35 ქულა, 15 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ.
რაც შეეხება "იუტას", სტუმართა რიგებიდან საუკეთესო დონოვან მიტჩელი გახლდათ, რომელმაც გუნდს 42 ქულა, 4 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
ჯო ინგლესმა თავი 34 ქულით, 5 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.
15 გამარჯვებითა და 25 მარცხით "ვაშინგტონი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. თავის მხრივ, "ჯაზი" 29 გამარჯვებითა და 11 მარცხით დასავლეთისა და ლიგის ლიდერია.
"ვიზარდსი" მომდევნო შეხვედრას 22 მარტს, "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ გამართავს. "იუტა" 20 მარტს "ტორონტო რეპტორსს" დაუპირისპირდება.