დღეს, 19 მარტს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "შარლოტ ჰორნეტსს" უმასპინძლა და კომფორტული სხვაობით, 116:105 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა გამართა 36 წლის ლებრონ ჯეიმსმა. "მეფის" ანგარიშზე 37 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე გადაცემა გახლავთ.
დენის შროდერმა 22 ქულა, 4 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
რაც შეეხება "შარლოტს", საუკეთესო ლამელო ბოლი გახლდათ, რომელმაც გუნდს 26 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
პიჯეი ვაშინგტონმა თავი 18 ქულით, 8 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, ამდენივე ჩაჭრითა და 4 დაფარებით გამოიჩინა.
28 გამარჯვებითა და 13 მარცხით "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება.
თავის მხრივ, "შარლოტი" 20 მოგებითა და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთში მე-6 ადგილს იკავებს.
"ლეიკერსი" მომდევნო შეხვედრას "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ გამართავს. "ჰორნეტსი" 21 მარტს "ლოს ანჯელეს კლიპერსს" დაუპირისპირდება.