დღეს, 27 მარტს "დალას მავერიკსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 109:94 დასრულდა.
"პეისერსის" რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე 10:41 წუთი დაჰყო, რა დროშიც 6 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება მიითვალა.
საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა, 15 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ფენომენალური დაცვა ითამაშა "ინდიანას" ძირითადმა ცენტრმა, მაილის ტერნერმა, რომელმაც თავი 9 ქულით, 7 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 7 დაფარებით გამოიჩინა.
რაც შეეხება "დალასს", შესანიშნავად ითამაშა კრისტაპს პორზინგისმა, რომელმაც გუნდს 31 ქულა, 18 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
ამრიგად, 21 გამარჯვებითა 23 მარცხით "პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს, 23 გამარჯვებითა და 20 მარცხით "მავერიკსი" დასავლეთში მე-7 ადგილზე იმყოფება.
"ინდიანა" მომდევნო შეხვედრას 30 მარტს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ გამართავს, "დალასი" 28 მარტს "ნიუ ორლეან პელიკანსს" დაუპირისპირდება.