დღეს, 29 მარტს, "შარლოტ ჰორნეტსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 101:97 დასრულდა.
"სანსის" რიგებში საუკეთესო დევინ ბუკერი გახლდათ, რომელმაც 35 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
მიკალ ბრიჯისმა თავი 13 ქულით, 8 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 6 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

რაც შეეხება "შარლოტს", საუკეთესო დევონტე გრაჰამი გახლდათ, რომელმაც გუნდს 30 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ტერი როზიემ 22 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა მიითვალა.
31 გამარჯვებითა და 14 მარცხით "ფინიქსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "შარლოტი" 23 მოგებითა და 22 წაგებით აღმოსავლეთში მე-5 ადგილს იკავებს.
"სანსი" მომდევნო შეხვედრას 31 მარტს, "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ გამართავს. "ჰორნეტსი" ამავე რიცხვში "ვაშინგტონ ვიზარდსს" დაუპირისპირდება.

გოგამ და ტერნერმა ფენომენალური დაცვა ითამაშეს! "ინდიანამ" "დალასი" დაამარცხა [VIDEO]