"ვხედავდი ჩემს თანაგუნდელებს, თუ როგორ წერდნენ საკუთარ ოჯახის წევრებს გამოსამშვიდობებელ ტექსტს"...- "იუტას" კალათბურთელები ინციდენტზე ასაუბრდნენ

AutoSharing Option
"იუტა ჯაზის" კალათბურთელებმა იმ შიშზე ისაუბრეს, რომელიც მათ თვითმფრინავში ფრინველთა გუნდის შეჯახების შემდეგ გამოსცადეს. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ჯაზმენების" თვითმფრინავს ჰაერში ფრინველთა გუნდი დაეჯახა, რამაც ძრავზე ცეცხლის გაჩენა გამოიწვია და საბოლოო ჯამში, ბოინგი საავარიო დაშვებით დაჯდა...

"დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ შესაძლო იყო, ახლა აქ აღარ ვყოფილიყავი... ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე შემთხვევა გახლდათ. მე ყველაზე საუბარი არ შემიძლია, მაგრამ ვხედავდი ჩემს თანაგუნდელებს, თუ როგორ წერდნენ საკუთარ ოჯახის წევრებს გამოსამშვიდობებელ ტექსტს... ხვდებით, რა სიტუაცია იყო? როდესაც ფრინველების გუნდს დავეჯახეთ, შოკში
ჩავვარდი. ზოგიერთმა საერთოდ ცეცხლი დაინახა. დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში პილოტი ცდილობდა გაეგო, რა ხდებოდა. ვერაფერს გვეუბნებოდა. ფაქტი ერთი იყო, თვითმფრინავის შიგნით ყველაფერი რიგზე არ იყო.

Sportall.Ge

სიმართლე გითხრათ, ისეთი გრძნობა მქონდა, თვითმფრინავი შუაზე გადატყდებოდა. რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენთვის დახმარებაც კი შეუძლებელი იყო. საბედნიეროდ, გადავრჩით... გადავრჩით იმას, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო" - განაცხადა "იუტას" ერთ-ერთმა ლიდერმა მაიკლ კონლიმ.

ამ საშინელ ფაქტზე "ჯაზის" საუკეთესო სათადარიგო მოთამაშემ, ჯორდან კლარკსონმაც ისაუბრა:

"ეს ერთგვარი გამოცდილება გახლდათ. მიხარია, რომ შემიძლია ამის მოყოლა... ინციდენტიდან დაახლოებით 30 წამის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა ჩვენგანი ვფიქრობდით იმაზე, რომ ეს დასასრული იყო, მაგრამ მე სიკვდილთან არ ვთამაშობ...

Sportall.Ge

ეს რაღაცაა, რაც ყველამ ერთად გადავიტანეთ, რამაც გაგვაძლიერა, რითაც ერთმანეთი გავამხნევეთ. ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდა იმის დასაჯერებლად, რომ გადავრჩით, რომ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა".

დიდი სტრესისა და ნერვიულობის ფონზე, "იუტამ" მემფისში "გრიზლი" 111:107 დაამარცხა.

წყარო: theguardian

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული