დღეს, 3 აპრილს "ინდიანა პეისერსმა" "შარლოტ ჰორნეტსს" უმასპინძლა და დიდი სხვაობით 97:114 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ მოედანზე 10:47 წუთი დაჰყო, რა დროშიც 10 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ გოგას მარგი ქმედების კოეფიციენტი გუნდში კვლაც ყველაზე მაღალი იყო (+7), თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი მაინც მაილის ტერნერს ენდო, რომელმაც გუნდს 7 ქულა, 8 მოხსა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1-იც ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი -21 გახლდათ.
კარის ლევერტმა თავი 16 ქულით, 4 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩააჭრით გამოიჩინა.
რაც შეეხება შარლოტს, საუკეთესო მაილის ბრიჯისი გახლდათ, რომელმაც აქტივში 23 ქულა, 10 მხოსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა.
ამრიგად, 21 გამარჯვებითა და 26 მარცხით "პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს, "შარლოტი" 25 მოგებითა და 23 წაგებით ამავე კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება.
"ინდიანა" მომდევნო შეხვედრას 4 აპრილს, "სან ანტონიო სპურსს" დაუპირისპირდება, "შარლოტი" 5 აპრილს "ბოსტონ სელტიკსს" დაუპირისპირდება.