დღეს, 8 აპრილს, "ფინიქს სანსმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და 117:113 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან დევინ ბუკერმა თავი 35 ქულით, 4 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
კრის პოლის ანგარიშზე 29 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.
"ჯაზის" რიგებიდან ფანტასტიკური შეხვედრა ჩატარა დონოვან მიტჩელმა, რომელმაც გუნდს 41 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ამრიგად, 36 გამარჯვებითა და 14 მარცხით "ფინიქსი" დასავლეთში მე-2 ადგილს იკავებს. "იუტა" 38 მოგებითა და 13 წაგებით ამავე კონფერენციას ლიდერობს.
"სანსი" მომდევნო შეხვედრას 9 აპრილს, "კლიპერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს. "ჯაზი" იმავე რიცხვში "პორტლენდს" დაუპირისპირდება.