"პეისერსის" შემადგენლობაში გოგა ბითაძემ მოედანზე 11:09 წუთი დაჰყო, რა დროშიც 4 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
ზოგადად "ინდიანას" რიგებში კი კარის ლევერტი გამოირჩა, რომელმაც თავი 27 ქულით, 5 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
რაც შეეხება "ჰიუსტონს", ტეხასელებთა რიგებიდან შესანიშნავად ითამაშა ჯონ ვოლმა, რომელმაც გუნდს 31 ქულა, 3 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "ინდიანა" 26 გამარჯვებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. "როკეტსი" 14 მოგებითა და 41 წაგებით დასავლეთში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზე იმყოფება.
"პეისერსი" მომდევნო შეხვედრას 16 აპრილს, "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავს. "ჰიუსტონი" 17 აპრილს "დენვერ ნაგეტსს" დაუპირისპირდება.
გოგამ მატჩი პირწმინდად ჩააგდო, მისი გუნდი კი დამარცხდა... [VIDEO]