გოგამ მატჩი პირწმინდად ჩააგდო, მისი გუნდი კი დამარცხდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 14 აპრილს, "ინდიანა პეისერსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 126:115 დასრულდა.

რამდენიმე კარგი მატჩის შემდეგ გოგა ბითაძემ შეხვედრა პირწმინდად ჩააგდო... ქართველის ანგარიშზე 2 მოხსნა და 1 დაფარება გახლდათ. გოგამ მოედანზე 11:18 წუთი დაჰყო, ბურთი ფარისკენ 4-ჯერ ისროლა და მიზანს არცერთმა უწია.

"პეისერსის" რიგებიდან საუკეთესო მალკომ ბროგდონი გახლდათ, რომელმაც 29 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება "კლიპერსს", ფანტასტიკურ სვლას განაგრძობს პოლ ჯორჯი, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში გუნდს 36 ქულა, 7 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და
2 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "ინდიანა" 25 მოგებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. "კლიპერსი" 38 გამარჯვებითა და 18 მარცხით დასავლეთში მე-3 ადგილზე იმყოფება.

"პეისერსი" მომდევნო შეხვედრას 15 აპრილს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავს. კალიფორნიელები ამავე რიცხვში "დეტროიტ პისტონსს" დაუპირისპირდებიან.

altბითაძის ფენომენალური დაცვა და "ინდიანას" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროდ,მართლაც სუსტი იყო.საბონისის ყოფნისას,თამაში მას მიჰყავდა.გოგას გამოსვლისას კი,თამაში იშლებოდა,შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ და ბურთის ჩაგდება,ძალიან უჭირდათ.საერთოდაც ინდიანას გამთამაშებლები,ძალიან ბევრს ცდებიან და ჰკარგავენ
სოსო
11:11 14-04-2021
0

სიახლეები პოპულარული