"ნეტსის" რიგებიდან საუკეთესო მექულე ჯო ჰარისი გახლდათ, რომელმაც გუნდს 20 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა.
სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა კაირი ირვინგმა, რომელმაც 15 ქულა, 9 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
რაც შეეხება "ბოსტონს", მორიგი სუპერ შეხვედრა გამართა ჯეისონ ტეიტუმმა, რომელმაც ამჯერად თავი 38 ქულით, 19 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ამრიგად, 40 გამარჯვებითა და 20 მარცხით "ბრუკლინი" აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერს, "სელტიკსი" 32 მოგებითა და 28 მარცხით იმავე კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს.
"ნეტსი" მომდევნო შეხვედრას 25 აპრილს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს, "ბოსტონი" ამავე რიცხვში "შარლოტ ჰორნეტსს" დაუპირისპირდება.
სუპერვარსკვლავი სახლში დაბრუნდა, მისი ყოფილი გუნდი გაანადგურა და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა[VIDEO]