დღეს, 26 აპრილს, "ბრუკლინ ნეტსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და 128:119 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო კაირი ირვინგი გახლდათ, რომელმაც გუნდს 34 ქულა, 6 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ტრავმიდან კევინ დურანტი ზღაპრულად დაბრუნდა. სუპერვარსკვლავმა 33 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
რაც შეეხება "ფინიქსს", გუნდის ლიდერმა დევინ ბუკერმა თავი 36 ქულით, 3 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
ამრიგად, "ნეტსი" 41 მოგებითა და 20 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში 1-ელ ადგილზე იმყოფება, "სანსი" 42 გამარჯვებითა და 18 წაგებით დასავლეთში მე-2 ადგილს იკავებს.
"ბრუკლინი" მომდევნო შეხვედრას 28 აპრილს, "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ გამართავს. "ფინიქსი" 27 აპრილს "ნიუ იორკ ნიქსს" დაუპირისპირდება.