დონჩიჩმა სტეფ კარი და "გოლდენ სტეიტი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 28 აპრილს, "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "დალას მავერიკსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 133:103 დასრულდა.

"უორიორსის" რიგებიდან საუკეთესო კვლავაც სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც თავი 27 ქულით, 1 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.

რაც შეეხება "მავერიკსს", მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა გამართა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც გუნდს 39 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "გოლდენ სტეიტი" 31 მოგებითა და ამდენივე მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს. "დალასი" 34 გამარჯვებითა და 27 წაგებით იმავე კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება.

"ოქროსშტატელები" მომდევნო შეხვედრას 30 აპრილს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღდეგ გამართავენ. "მავერიკსი" ამავე რიცხვში "დეტროიტ პისტონსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული