აუტსაიდერმა ლიგის საუკეთესო გუნდი ზედიზედ მეორედ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 27 აპრილს, "მინესოტა ტიმბერვულვზმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და 105:104 დაამარცხა. სრულიად მოულოდნელად, ლიგის საუკეთესო გუნდმა აშკარა აუტსაიდერთან ზედიზედ ორი შეხვედრა დათმო და "ფინიქს სანსი" კიდევ უფრო მიიახლოვა. შეგახსენებთ, 25 აპრილს "მინესოტამ" "ჯაზი" 101:96 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო დიანჯელო რასელი გახლდათ, რომელმაც თავი 27 ქულით, 2 მოხსნით, 12 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. სწორედ "დილოს" ანგარიშზეა მატჩის მომგები სროლაც.

კარლ ენტონი თაუნსმა გუნდს 21 ქულა, 11 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

რაც შეეხება "ჯაზს", მაიკლ კონლი
გამოირჩა, რომელმაც 26 ქულა, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

ამრიგად, "მინესოტა" 18 მოგებითა და 44 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზე იმყოფება. "იუტა" 44 გამარჯვებითა და 17 წაგებით იმავე დასავლეთში 1-ელ ადგილს იკავებს.

"ტიმბერვულვზი" მომდევნო შეხვედრას 28 აპრილს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავს. "ჯაზი" 29 აპრილს "საკრამენტო კინგსს" დაუპირისპირდება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული