სუპერვარსკვლავებმა შეხვედრა ჩააგდეს, თუმცა მაინც დამაჯერებლად იმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 28 აპრილს, "ტორონტო რეპტორსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 116:103 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო კაილ ლოური გახლდათ, რომელმაც გუნდს 24 ქულა, 2 მოხსნა, 6 შედეგიანი  და 1 დაფარება შესძინა.

რაც შეეხება "ბრუკლინს", ჯეფ გრინი გამოირჩა, რომელმაც თავი 22 ქულით, 8 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

კევინ დურანტმა და კაირი ირვინგმა ჯამში 26 ქულა მიითვალეს (დურანტმა 17, ირვინგმა 9).

ამრიგად, "ნეტსი" აღმოსავლეთ კონფერენციას 42 მოგებითა და 20 მარცხით ლიდერობს. კანადელები 26 გამარჯვებითა და 36
წაგებით იმავე კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფებიან.

ბრუკლინელები მომდევნო შეხვედრას 30 აპრილს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავენ. "რეპტორსი" ამავე რიცხვში "დენვერ ნაგეტსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული