ლიგის საუკეთესო მოთამაშე ტეხასში დაიმტვრა, მისი გუნდი კი დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 30 აპრილს, "ჰიუსტონ როკეტსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და მოულოდნელად 143:136 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან კევინ პორტერ ჯუნიორმა სასწაული შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 50 ქულა, 5 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გახლდათ.

კრისტიან ვუდმა 31 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

რაც შეეხება "ბაქსს", კრის მიდლტონმა გუნდს 33 ქულა, 4 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ლიგის ზედიზედ ორგზის საუკეთესო მოთამაშემ, იანის ანტეტოკუნმპომ, მოედანზე 46 წამი გაატარა, შემდეგ კი ტრავმის გამო
დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია და რამდენ შეხვედრას გამოტოვებს ბერძენი.

ამრიგად, "როკეტსი" 16 მოგებითა და 47 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ბოლო, მე-15 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "მილუოკი" 38 გამარჯვებითა და 24 წაგებით აღმოსავლეთში მე-3 ადგილს იკავებს.

"ჰიუსტონი" მომდევნო შეხვედრას 2 მაისს, "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ გამართავს. "ბაქსი" 1-ელ მაისს "ჩიკაგო ბულსს" დაუპირისპირდება.

altმოქმედი ჩემპიონები საუკეთესო მექულესთან და მეპასესთან ვერაფერს გახდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული