გოგამ მორიგი შეხვედრა გამოტოვა, მისი გუნდი კი კვლავ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 30 აპრილს, "ინდიანა პეისერსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 130:113 დასრულდა.

მორიგი შეხვედრა გამოტოვა გოგა ბითაძემ, რომლის დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია...

"პეისერსის" შემადგენლობაში საუკეთესო კარის ლევერტი გახლდათ, რომელმაც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 36 ქულა, 4 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

რაც შეეხება "ბრუკლინს", კევინ დურანტმა მორიგი საოცარი შეხვედრა გამართა. სუპერვარსკვლავმა გუნდს 42 ქულა, 3 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "ინდიანა" 29 მოგებითა და 33 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "ნეტსი"
43 გამარჯვებითა და 20 წაგებით ამავე კონფერენციას ლიდერობს.

"პეისერსი" მომდევნო შეხვედრას 2 მაისს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს. "ბრუკლინი" 1-ელ მაისს "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" დაუპირისპირდება.

altლიგის საუკეთესო მოთამაშე ტეხასში დაიმტვრა, მისი გუნდი კი დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული