მასპინძელთა რიგებიდან საოცარი შეხვედრა გამართა ბოიან ბოგდანოვიჩმა. ხორვატმა თავი 48 ქულით, 8 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.
რაც შეეხება სტუმრებს, საუკეთესო მექულე მაიკლ პორტერ ჯუნიორი გახლდათ, რომელმაც გუდნს 31 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
გამოსარჩევია ასევე ნიკოლა იოკიჩის შესანიშნავი თამაშიც. სერბმა ცენტრმა 24 ქულა, 9 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.
ამრიგად, "ჯაზი" 49 მოგებითა და 18 მარცხით ლიგის საუკეთესო გუნდია, რაც შეეხება "ნაგეტსს", ისინი 44 გამარჯვებითა და 23 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებენ.
"იუტა" მომდევნო შეხვედრას 9 მაისს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავს, "დენვერი" იმავე რიცხვში "ბრუკლინ ნეტსს" დაუპირისპირდება.
მოქმედ ჩემპიონები პლეიოფში პირდაპირ ვერ გავლენ? "ლეიკერსის" რეგრესი აშკარაა... [VIDEO]