11:00 10-05-2021
სანახაობრივი დაპირისპირება ბოსტონში! რევანში არ შედგა [VIDEO]
AutoSharing Option
"ჰიტის" შემადგენლობაში საუკეთესო ჯიმი ბატლერი გახლდათ, რომელმაც თავი 26 ქულით, 8 მოხსნით, 11 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
კარგი მატჩი ჩაატარა დანკან რობინსონმაც, რომელმაც გუნდს 22 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა შესძინა. აღსანიშნავია, რომ სნაიპერმა 10 ნასროლი სამქულიანიდან 6 ზუსტად გამოიყენა.
რაც შეეხება "ბოსტონს", ევან ფურნიე გამოირჩა, რომელმაც 30 ქულა, 3 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.
ჯეისონ ტეიტუმმა 29 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
ამრიგად, 37 გამარჯვებითა და 31 წაგებით "მაიამი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. "სელტიკსი" 35 მოგებითა და 33 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-7 ადგილზე იმყოფება.
ეს გუნდები 12 მაისს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ


უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული

