"ლეიკერსმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა! დევისის შეჩერება ვერავინ შეძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 10 მაისს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და 123:110 დაამარცხა. 

მასპინძელთა რიგებიდან ფანტასტიკური შეხვედრა გამართა ენტონი დევისმა, რომელმაც გუნდს 42 ქულა, 12 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა. 

რაც შეეხება "ფინიქსს", საუკეთესო დევინ ბუკერი გახლდათ, რომელმაც თავი 21 ქულით, 6 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. 

ამრიგად, "ლეიკერსი" 38 მოგებითა და 30 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება. "სანსი" 48 გამარჯვებითა და 20 წაგებით იმავე დასავლეთში მე-2 ადგილს იკავებს. 

კალიფორნიელები მომდევნო შეხვედრას
12 მაისს, "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ გამართავენ. "ფინიქსი" იმავე რიცხვში "გოლდენ სტეიტ უორიორსს" დაუპირისპირდება. 

altსანახაობრივი დაპირისპირება ბოსტონში! რევანში არ შედგა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული