მასპინძელთა რიგებიდან ფანტასტიკური შეხვედრა გამართა ენტონი დევისმა, რომელმაც გუნდს 42 ქულა, 12 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.
რაც შეეხება "ფინიქსს", საუკეთესო დევინ ბუკერი გახლდათ, რომელმაც თავი 21 ქულით, 6 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ამრიგად, "ლეიკერსი" 38 მოგებითა და 30 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება. "სანსი" 48 გამარჯვებითა და 20 წაგებით იმავე დასავლეთში მე-2 ადგილს იკავებს.
კალიფორნიელები მომდევნო შეხვედრას 12 მაისს, "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ გამართავენ. "ფინიქსი" იმავე რიცხვში "გოლდენ სტეიტ უორიორსს" დაუპირისპირდება.
სანახაობრივი დაპირისპირება ბოსტონში! რევანში არ შედგა [VIDEO]