კარის ლიგის საუკეთესო გუნდიც ვერ აჩერებს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 11 მაისს, "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და 119:116 დაამარცხა. 

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო, რა თქმა უნდა, სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც საკუთარ გუნდს 36 ქულა, 4 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. 

რაც შეეხება "იუტას", ჯორდან კლარკსონი გამოირჩა, რომელმაც თავი 41 ქულით, 7 მოხსნითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. 

ამრიგად, "გოლდენ სტეიტი" 36 გამარჯვებითა და 33 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება, ხოლო "ჯაზი" 50 მოგებითა და 19 წაგებით ლიგის საუკეთესო გუნდის ტიტულს ინარჩუნებს. 

"უორიორსი" მომდევნო შეხვედრას 12
მაისს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს. "იუტა" 13 მაისს "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" უმასპინძლებს. 

alt"ლეიკერსმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა! დევისის შეჩერება ვერავინ შეძლო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული