დონჩიჩის ბრწყინვალე თამაში და "დალასის" მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 მაისს, "დალას მავერიკსმა" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" უმასპინძლა და კომფორტული სხვაობით, 125:107 დაამარცხა. დღევანდელი გამარჯვებით "დალასმა" პლეი-ოფში ავტომატურად გასასვლელად მორიგი ნაბიჯი გადადგა, შეგახსენებთ, ზუსტად 1 წაგებით უკანაა კალიფორნიული "ლეიკერსი". 

"მავერიკსის" რიგებიდან საუკეთესო, რა თქმა უნდა, ლუკა დონჩიჩი გახლდათ, რომელმაც თავი 33 ქულით, 8 მოხსნითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. 

რაც შეეხება "პელიკანსს", ერიკ ბლედსოუმ გუნდს 15 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. 

ამრიგად, 41 მოგებითა და 29 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. "ნიუ
ორლეანსი" 31 მოგებითა და 39 წაგებით იმავე დასავლეთში მე-12 ადგილს იკავებს.

"მავერიკსი" მომდევნო შეხვედრას 15 მაისს, "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ გამართავს. "პელიკანსი" ამავე რიცხვში "გოლდენ სტეიტ უორიორსს" დაუპირისპირდება.

altდაძაბული დაპირისპირება კალიფორნიაში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული