დიდების დარბაზის წევრმა, ლეგენდარულმა კალათბურთელმა შაკილ ო'ნილმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე NBA-ს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელები პოზიციების მიხედვით დაასახელა.
გამთამაშებლის პოზიციაზე საუკეთესოდ შაკი სტეფ კარის მიიჩნევს; შემტევი მცველის ამპლუაში, მისი აზრით, საუკეთესო მაიკლ ჯორდანია; მსუბუქ ფორვარდებს შორის უდიადესად ლებრონ ჯეიმსი დაასახელა, მძიმე ფორვარდად კი - ტიმ დანკანი; ლიგის ისტორიაში საუკეთესო ცენტრი, ლეგენდის აზრით, კარიმ აბულ ჯაბარია.
რამდენიმე დღის წინ ო'ნილმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ოცნების გუნდიც დაასახელა - თავად შაკი, ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი, კობი ბრაიანტი და სტეფ კარი. მისი თქმით, ეს
გუნდი არასდროს წააგებდა.
რაც შეეხება ზაზას:სანამ ამ ადამიანს ცუდად ახსენებ ვინც არ უნდა იყო, უნდა დაფიქრდე თავად რას წარმოადგენ.კაცს შენი წონა ოფლი აქ დაღვრილი მხოლოდ ერთ თამაშში.ზაზა არი ლეგენდა და პროფესიონალი,მაგალითი და საამაყო ქართველი.მჯობზე მჯობნი არ დაილევა.მერე რა რო სხვა უკეთესად თამაშობდა ვიდრე ზაზა? გორტატს რო ბურთი და კალათი გადაახია თავზე დავიჯერო არ იყავი ამაყი?კაცმა იმდენს მიახწია რო მიიწვიეს გოლდენ სტეიტში და რეებს წერთ არ გრცხვენიათ? ზაზა რო ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელი იყოს(ცოტა ხნის წინ ომი რო წააგო იმათი)წარმოგიდგენიათ რა ამბავში იქნებოდნენ? მოკლედ ჯანოსი არ იყოს ასე რატო იბოღმებით ზოგ ზოგიერთები ამ ჩვენ სპორტსმენებზე,რამე დაგიშავეს,ვალი აქვთ ვინმესი,ქართველობა შერცხვინეს თუ რა არი?ღმერთსა ვთხოვ გვიმრავლოს ზაზასნაირი წარმატებული სპორტსმენები,მე ზაზასნაირი ადამიანების საქრთველო მინდა ზუსტად!!!