შაკილ ო'ნილმა ყველა დროის საუკეთესო 5 კალათბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
დიდების დარბაზის წევრმა, ლეგენდარულმა კალათბურთელმა შაკილ ო'ნილმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე NBA-ს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელები პოზიციების მიხედვით დაასახელა.

გამთამაშებლის პოზიციაზე საუკეთესოდ შაკი სტეფ კარის მიიჩნევს; შემტევი მცველის ამპლუაში, მისი აზრით, საუკეთესო მაიკლ ჯორდანია; მსუბუქ ფორვარდებს შორის უდიადესად ლებრონ ჯეიმსი დაასახელა, მძიმე ფორვარდად კი - ტიმ დანკანი; ლიგის ისტორიაში საუკეთესო ცენტრი, ლეგენდის აზრით, კარიმ აბულ ჯაბარია.

რამდენიმე დღის წინ ო'ნილმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ოცნების გუნდიც დაასახელა - თავად შაკი, ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი, კობი ბრაიანტი და სტეფ კარი. მისი თქმით, ეს
გუნდი არასდროს წააგებდა.


მკითხველის კომენტარები / 10 /
მაიკლ ჯორდანის წინააღმდეგ თუ გიწევს თამაში ყველა ვარიანტში წააგებ.
dsag
14:50 14-05-2021
3
დრეიმონდ გრინი, სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი, ზაზა ფაჩულია. ეს გუნდიც არაფერს არ აგებდა. ერთ სეზონში მგონი სულ 6 მარცხი ჰქონდათ რეგულარულში, ფლეიოფებიც სულ 4-0 ბზე მოიგო. ჩვენ არც კი ვიცით კარგად, თუ რა გუნდში თამაშობდა ზაზა. ეს ისე, შაკისთვის ლირიული გადახვევა.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული