უესტბრუქს საპატიოდ დახვდნენ, მან კი მორიგი სამმაგი მიითვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 15 მაისს, "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "კლივლენდ კავალიერსს" უმასპინძლა და კომფორტული უპირატესობით, 120:105 დაამარცხა. 

"ვიზარდსის" რიგებიდან საუკეთესო რასელ უესტბრუქი გახლდათ, რომელმაც მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა. "კუ ნინძას" ანგარიშზე 21 ქულა, 12 მოხსნა, 17 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა გახლდათ. შეგახსენებთ, გასულ ტურში რასელმა ლეგენდარული ოსკარ რობერტსონის 181 სამმაგი დუბლი გააუმჯობესა და საკუთარ მოედანზე საპატიო დახვედრაც მოუწყვეს.

რაც შეეხება "კლივლენდს", კოლინ სექსტონი გამოირჩა, რომელმაც თავი 26 ქულით, 1 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ამრიგად, "ვაშინგტონი" 33 მოგებითა და 38 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს, "კავალიერსი" 22 გამარჯვებითა და
49 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-13 ადგილს იკავებს.

დედაქალაქელები მომდევნო შეხვედრას 16 მაისს, "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ გამართავენ, "კავალიერსი" 17 მაისს "ბრუკლინ ნეტსს" დაუპირისპირდება.

altდონჩიჩის სამმაგი და მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]

altუესტბრუქის ზღაპრული საღამო და ისტორიული რეკორდის დამხობა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული