ბითაძეს ჯოკერის ბანქო ამოუვიდა? ავტორიტეტული გამოცემა გოგას შესაძლო გაცვლაზე წერს

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა გამოცემა Bleacherreport-მა ქართველებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. შესაძლოა, "ინდიანა პეისერსმა" და "ჰიუსტონ როკეტსმა" ერთმანეთში მოთამაშეები გაცვალონ. 

როგორც ზემოხსენებული საიტი წერს, არაა გამორიცხული, გოგა ბითაძე და ჟერემი ლემბი ერიკ გორდონში გაცვალონ. ამრიგად ქართველი აღმოჩნდება არასაპლეიოფო გუნდში, სადაც თავის გამოჩენის ნამდვილად კარგი შანსი ექნება. საპასუხოდ, "პეისერსი" მიიღებს პერიმეტრიდან კიდევ ერთ შესანიშნავ მსროლელს. შეგახსენებთ, გორდონმა 2017 წელს 3-ქულიანის შეჯიბრება მოიგო - ფინალურ დაპირისპირებაში, არც მეტი, არც ნაკლები, კაირი ირვინგი დაამარცხა. 

ეს ყველაფერი გოგასთვის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, რადგან ახალგაზრდა ცენტრი კარგი
დამცველი და სამქულიანის მსროლელია, რასაც სტეფენ სილასი გამოიყენებს. "ინდიანაში" ხშირად არცთუ ისე სოლიდური სათამაშო დრო ეძლეოდა, ვინაიდან ბითაძესთან ერთად გუნდში 2 მაღალი დონის ცენტრი ჰყავდათ, რის გამოც მწვრთნელისგან ცოტა არ იყოს არასამართლიანად მცირე დროს იღებდა. ამ გაცვლის შემთხვევაში კი ქართველი მიიღებს სოლიდურ დროს, გამოავლენს თავის მაქსიმუმს, რაც ტრამპლინი იქნება შედარებით ძლიერ გუნდში გადასასვლელად. 

ეს, რა თქმა უნდა, ვარაუდია, თუმცა გამართლების შემთხვევაში, გოგას ხელმეორე შანსი მიეცემა, რათა თავისი მაქსიმუმი გამოავლინოს. შეგახსენებთ, გაცვლების კვირაში აქტიურად განიხილებოდა ბითაძისა და მაკგის ბარტერი, თუმცა საბოლოოდ, ეს ტრეიდი არ შედგა, ჯავალი კი "დენვერ ნაგეტსში" გადავიდა. 

altბითაძის კარიერის საუკეთესო მატჩი და პირველი ორმაგი დუბლი პლეი-ინში [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 4 /
მანდ ვუდი ყავთ და თუ ვუდს ათამაშებენ ცენტრის პოზიციაზე და გოგა მის შემცვლელად მოიაზრება უკეთესი იქნება ინდიანაში დარჩეს. თუ ვუდი 4 ნომერზე უნდათ და გოგა ცენტრზე მაშინ იდეალური ვარიანტია.

გორდონი ძალიან დიდ ხელფასს ღებულობს და მისი მოშორება დიდი ხანია უნდათ რაკეტებს
ზვიადი
13:23 25-05-2021
0
გოგასთვის ძალიან კარგი იქნება,მაგრამ ჰიუსტონს რაში აწყობს,საუკეთესო მსროლელის გაცვლა,თუნდაც საშუალოზე უფრო მაღალი დონის, დაცვითი ტიპის ცენტრზე?
სოსო
10:15 25-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული