იანისი ისე გაერთო, თავი ფეხბურთელი ეგონა და ბურთის კენწვლა დაიწყო; "პორტლენდს" იოკიჩის გაბრაზება ძვირი დაუჯდა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 25 მაისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"მილუოკი ბაქსმა" "მაიამი ჰიტს" უმასპინძლა და სოლიდური სხვაობით, 132:98 დაამარცხა. პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, შესანიშნავი შეხვედრა გამართა "ირმების" ბერძენმა ლიდერმა იანის ანტეტოკუნმპომ, რომელმაც ამჯერად გუნდს 31 ქულა (12/23), 13 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

ჯრუ ჰოლიდეიმ 11 ქულა (5/12), 7 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

რაც შეეხება "ჰიტს", საუკეთესო მექულე დიუეინ დედმონი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა (8/11), 9 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა
მიითვალა.

გორან დრაგიჩმა თავი 18 ქულით (5/11), 2 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ამრიგად, "მილუოკი" "მაიამისთან" სერიაში 2:0 დაწინაურდა, ამჯერად კი 2 შეხვედრა მაიამიში ჩატარდება. მატჩები 28 და 29 მაისსაა ჩანიშნული.


მეორე შეხვედრა "დენვერ ნაგეტსსა" და "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" შორის გაიმართა. პირველი თამაშის წაგების შემდეგ "ნაგეტსს" წონასწორობის აღდგენა სჭირდებოდა და ეს მარტივადაც მოახერხა. მასპინძლებმა 128:108 იმარჯვეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს.

"დენვერის" რიგებიდან საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი გახლდათ, რომელმაც თავი 38 ქულით (15/20), 8 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. ასეთი შეხვედრები კი სერბ ცენტრს "საუკეთესო მოთამაშის" ტიტულისკენ კიდევ უფრო აახლოებს.

სათადარიგო სკამიდან შემოსულმა პოლ მილსეპმა 15 ქულა (5/8), 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

რაც შეეხება "ტრეილბლეიზერსს", მიუხედავად მარცხისა, ფანტასტიკური შეხვედრა გამართა დემიენ ლილარდმა, რომელმაც გუნდს 42 (11/24) ქულა, 4 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

სიჯეი მაკალუმის ანგარიშზე 21 ქულა (9/12), 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

ამრიგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა, თუმცა უპირატესობას "ტრეილბლეიზერსი" ფლობს, რადგან მათ საკუთარ კედლებში თამაშის უპირატესობა მოიპოვეს. მომდევნო ორი შეხვედრა პორტლენდში 28 და 30 მაისს გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული