"ატლანტა ჰაუქსმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა და 11 ქულიანი უპირატესობით 105:94 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ტრეი იანგი გახლდათ, რომელმაც 21 ქულა, 1 მოხსნა და 14 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
რაც შეეხება "ნიქსს", დერიკ როუზმა თავი 30 ქულით, 6 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ამრიგად, "ჰაუქსი" სერიაში 2:1 დაწინაურდა, მეოთხე შეხვედრა კი 30 მაისს გაიმართება.
"ბოსტონ სელტიკსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში
მასპინძელთა რიგებიდან ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა ჯეისონ ტეიტუმმა, რომელმაც გუნდს 50 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
მარკუს სმარტმა 23 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
რაც შეეხება "ნეტსს", საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც 41 ქულა, 7 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
კევინ დურანტმა თავი 39 ქულით, 9 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, 4 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
ამრიგად, "კელტებმა" ანგარიში 2:1 გახადეს, მომდევნო შეხვედრა კი 31 მაისს გაიმართება.
მესამე დაპირისპირება "დალას მავერიკსსა" და "ლოს ანჯელეს კლიპერსს" შორის გაიმართა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 118:108 დასრულდა.
ლუკა დონჩიჩმა კრიტიკოსები კიდევ ერთი ზღაპრული თამაშით გააჩუმა. ახალგაზრდა სლოვენიელის ანგარიშზე 44 ქულა, 9 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.
რაც შეეხება "კლიპერსს", კავაი ლეონარდი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 36 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "დალასი" სერიაში 2:1 იგებს, მომდევნო შეხვედრას კი 31 მაისს, კვლავ საკუთარ მოედანზე გამართავს.