ნაციონალურ საკათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის პირველი რაუნდის 4 შეხვედრა გაიმართა.
"ატლანტა ჰოუქსმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა და დიდი უპირატესობით, 113:96 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ტრეი იანგი გახლდათ, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 1 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
რაც შეეხება "ნიქსს", ჯულიუს რენდლმა 23 ქულა, 10 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
ამრიგად, "ჰაუქსი" სერიას 3:1 იგებს. რიგით მე-5 შეხვედრა 3 ივნისს, "ნიუ იორკის" მოედანზე გაიმართება. "ატლანტა" გამარჯვების შემთხვევაში პირველ რაუნდს 4:1 დახურავს.
Video
ატლანტა - ნიუ
იორკი 113:96
ატლანტა - ნიუ
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ფინიქს სანსს" სერიაში მეორედ უმასპინძლა. გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს, ანგარიშით 100:92.
"ლეიკერსის" რიგებიდან საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 12 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
რაც შეეხება "ფინიქსს", კრის პოლმა 18 ქულა, 3 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა.
ამრიგად, სერიაში ანგარიში 2:2 ხდება. "სანსმა" მოედნის უპირატესობა დაიბრუნა, მომდევნო შეხვედრას კი 2 ივნისს, საკუთარ კედლებში ჩაატარებს.
"ბოსტონ სელტიკსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და 15-ქულიანი სხვაობით, 126:141 დამარცხდა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი გახლდათ, რომელმაც გუნდს 40 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.
მარკუს სმარტმა და ივან ფურნიემ თანაბარი, 16-16 ქულა მიითვალეს.
რაც შეეხება "ბრუკლინს", სუპერვარსკვლავებმა ფანტასტიკური შეხვედრა გამართეს.
კევინ დურანტმა 42 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ კაირი ირვინგი 39 ქულით, 11 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით დაბრუნდა.
ჯეიმს ჰარდენმა თავი 23 ქულით, 5 მოხსნით, 18 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.
ამრიგად, სერიაში ანგარიში "ნეტსის" სასარგებლოდ 3:1 გახდა. მომდევნო შეხვედრაში, რომელიც 2 ივნისსაა ჩანიშნული, თუ ნიუიორკელები მოიგებენ, "ბოსტონი" სახლში პირველივე რაუნდიდან წავა.
მეოთხე შეხვედრა "დალას მავერიკსსა" და "ლოს ანჯელეს კლიპერსს" შორის გაიმართა, გამარჯვება კი "კლიპერსმა" მოიპოვა, რომელმაც მეტოქე 106:81 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 6 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
რაც შეეხება "კლიპერსს", კავაი ლეონარდმა თავი 29 ქულით, 10 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 2-იც დაფარებით გამოიჩინა.
ამრიგად, კალიფორნიაში სტუმრად ორი გამარჯვების შემდეგ "დალასი" საკუთარ კედლებში ორჯერ დამარცხდა. სერიაში ანგარიში 2:2 გახლავთ. მომდევნო შეხვედრა 3 ივნისს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.
ეს კი გასული სათამაშო დღის 10 საუკეთესო მომენტი: