დღეს, 3 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის 4 შეხვედრა გაიმართა.
"ფილადელფიამ" "ვაშინგტონ ვიზარდსს" უმასპინძლა და 17-ქულიანი უპირატესობით, 129:112 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო მექულე სეტ კარი გახლდათ, რომელმაც 30 ქულა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ბენ სიმონსმა 19 ქულა, 10 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
რაც შეეხება "ვიზარდსს", ბრედლი ბილმა თავი 32 ქულით, 7 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
რასელ უესტბრუქმა გუნდს 24 ქულა, 8 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ამრიგად, "ფილადელფიამ" დედაქალაქელები სერიაში
4:1 დაამარცხა და მეორე რაუნდში გავიდა, სადაც მისი მეტოქე "ატლანტა ჰოუქსი" იქნება.
"ნიუ იორკ ნიქსმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 103:89 დასრულდა. "ქორებმა" "ნიქსის" დამარცხება 4:1 მოახერხა, მეორე რაუნდში კი 6 ივნისიდან ჩაებმებიან, სადაც მათი მეტოქე "ფილადელფია" იქნება.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ჯულიუს რენდლი გახლდათ, რომელმაც 23 ქულა, 13 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
"ატლანტას" რიგებიდან ტრეი იანგმა 36 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
"იუტა ჯაზმა" "მემფის გრიზლს" უმასპინძლა და 16-ქულიანი უპირატესობით 126:110 დაამარცხა. ამრიგად, "ჯაზმენებმა" პირველ რაუნდში 4:1 იმარჯვა და "ლოს ანჯელეს კლიპერსსა" და "დალას მავერიკსს" შორის გამარჯვებულს დაელოდება.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, საუკეთესო დონოვან მიტჩელი გახლდათ, რომელმაც 30 ქულა, 6 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
რუდი გობერმა გუნდს 23 ქულა, 15 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება შესძინა.
რაც შეეხება "მემფისს", ჯა მორანტმა და დილონ ბრუკსმა თანაბარი 27-27 ქულა მიითვალეს. ჯას მონაგარში 7 მოხსნასა და 11 შედეგიან გადაცემასაც შეხვდებით.
ყველაზე დაძაბული თამაში "ლოს ანჯელეს კლიპერსსა" და "დალას მავერიკსს" შორის გაიმართა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 105:100 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო პოლ ჯორჯი გახლდათ, რომელმაც 23 ქულა, 10 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება დააგროვა.
კავაი ლეონარდმა გუნდს 20 ქულა, 5 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.
რაც შეეხება "დალასს", ლუკა დონჩიჩმა კიდევ ერთი ზღაპრული შეხვედრა გამართა. ახალგაზრდა სლოვენიელის ანგარიშზე 42 ქულა, 8 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრაა.
ტიმ ჰარდევეი ჯუნიორის ანგარიშზე 20 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.
ამრიგად, "მავერიკსი" სერიას 3:2 იგებს, მომდევნო შეხვედრას კი 4 ივნისს, საკუთარ მოედანზე გამართავს, გამარჯვების შემთხვევაში კი პლეი-ოფის მეორე რაუნდის საგზურს მიიღებს.
სათამაშო დღის 10 საუკეთესო მომენტი: