ლილარდის ზღაპრული და "ლეიკერსის" კოშმარული საღამო [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის პირველი რაუნდის 3 შეხვედრა გაიმართა.

"ბრუკლინ ნეტსმა" "ბოსტონ სელტიკსი" 123:109 დაამარცხა და მეორე რაუნდში გადაინაცვლა, სადაც მისი მეტოქე "მილუოკი ბაქსი" იქნება.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც 34 ქულა, 10 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2-იც დაფარება დააგროვა.

რაც შეეხება "ბოსტონს", ჯეისონ ტეიტუმმა თავი 32 ქულით, 9 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

"ნეტსი" მეორე რაუნდის პირველ შეხვედრას 6 ივნისს გამართავს.


"დენვერ ნაგეტსისა" და
"პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" შეხვედრაში დაძაბულობამ პიკს მიაღწია. შეხვედრის ძირითადი დრო 121:121 დასრულდა, შემდეგ კი გულშემატკივარმა 2 ოვერტაიმი იხილა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი გახლდათ, რომელმაც გუნდს 38 ქულა, 11 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება შესძინა.

მაიკლ პორტერ ჯუნიორის ანგარიშზე 26 ქულა, 12 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გახლდათ.

რაც შეეხება "პორტლენდს", დემიენ ლილარდმა ზღაპრული შეხვედრა ჩაატარა. ვარსკვლავმა თავი 55 ქულით (17/24), 6 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა. დემიენის 17 ნასროლი სამქულიანიდან 12 ზუსტი აღმოჩნდა.

ამრიგად, "ნაგეტსი" სერიაში 3:2 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა 4 ივნისს, პორტლენდში გაიმართება.


რაც შეეხება მესამე შეხვედრას, "ფინიქს სანსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 30-ქულიანი სხვაობით, 115:85 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო დევინ ბუკერი გახლდათ, რომელმაც 30 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

რაც შეეხება "ლეიკერსს", ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 24 ქულა, 5 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, "ფინიქსი" სერიაში 3:2 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა 4 ივნისს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯორდანთან შედარება არც იფიქრო და არც გაბედო ლებრონ, იყავი ამჟამად მეფე, მაგრამ ჯორდანთან ვერასოდეს მიხვალ. სად მაიკლ ჯორდანი და სად ერთფეროვანი ლებრონ ჯეიმსი. ჯორდანი მარტო იგებდა თამაშებს და სერიებს, ჰა ჰა პიპენი თუ იხლაფორდებდა რამეს, ნორმალური ცენტრი არასოდეს ჰყოლია ჯორდანს თანაგუნდელად, არც ძლიერი გამთამაშებელი, მაგრამ ვერ აჩერებდა ვერავინ.
1

სიახლეები პოპულარული