დღეს, 8 ივნისს, "ბრუკლინ ნეტსმა" "მილუოკი ბაქსს" პლეი-ოფის მეორე რაუნდის მეორე შეხვედრაში უმასპინძლა და კოლოსალური სხვაობით, 125:86 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც თავი 32 ქულით, 4 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
კაირი ირვინგის ანგარიშზე 22 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.
რაც შეეხება "ბაქსს", იანის ანტეტოკუნმპომ გუნდს 18 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.
კრის მიდლტონმა 17 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და
1-იც ჩაჭრა დააგროვა.
ამრიგად, ნიუიორკელები სერიაში 2:0 დაწინაურდნენ. მომდევნო ორი შეხვედრა 11 და 13 ივნისს მილუოკში გაიმართება.
მეორე შეხვედრაში "ფინიქს სანსმა" "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა და 17-ქულიანი სხვაობით, 122:105 დაამარცხა.
"სანსის" რიგებიდან მიკალ ბრიჯისი გამოირჩა, რომელმაც თავი 23 ქულით, 5 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
კრის პოლმა 21 ქულა, 6 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
რაც შეეხებათ სტუმრებს, ნიკოლა იოკიჩმა 22 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა.
ამრიგად, პლეი-ოფის მეორე რაუნდის პირველ შეხვედრაში "ფინიქსი" დაწინაურდა. მეორე დაპირისპირება 10 ივნისსაა ჩანიშნული.
სათამაშო დღის 5 საუკეთესო მომენტი: