ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის ორი შეხვედრა გაიმართა.
"მილუოკი ბაქსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და 11-ქულიანი უპირატესობით, 107:96 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც თავი 34 ქულით, 12 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
კრის მიდლტონის ანგარიშზე 19 ქულა, 4 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება გახლდათ.
რაც შეეხება "ნეტსს", კევინ დურანტმა გუნდს 28 ქულა, 13 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება შესძინა.
კაირი ირვინგმა
11 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა. აღსანიშნავია, რომ კაირიმ მოედანზე 17:17 წუთი გაატარა, მეორე მეოთხედში კი ცუდად დახტა და გასახდელისკენ გაეშურა. მისი ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.
ამრიგად, სერიაში ანგარიში 2:2 გახდა. მომდევნო შეხვედრა 16 ივნისს ბრუკლინში გაიმართება.
მეორე დაპირისპირებაში "დენვერ ნაგეტსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 125:118 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო უილ ბარტონი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა მიითვალა.
ნიკოლა იოკიჩმა გუნდს 22 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა. ლიგის მოქმედი საუკეთესო მოთამაშე მესამე მეოთხედში მოედნიდან უხეში თამაშისთვის გააძევეს.
რაც შეეხება "ფინიქსს", კრის პოლმა 37 ქულა, 3 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
დევინ ბუკერმა თავი 34 ქულით, 11 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ამრიგად, "სანსმა" "ნაგეტსი" პლეი-ოფის ნახევარფინალში 4:0 დაამარცხა და ფინალურ სტადიაზე გავიდა, სადაც მათი მეტოქე "ლოს ანჯელეს კლიპერსსა" და "იუტა ჯაზს" შორის გამარჯვებული იქნება.