დღეს, 23 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეორე შეხვედრა გაიმართა. "ფინიქს სანსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა და 104:103 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო მექულე კამერონ პეინი გახლდათ, რომელმაც თავი 29 ქულით, 1 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
დეანდრე ეიტონმა 24 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. ამ სტატისტიკასთან ერთად ახალგაზრდა ცენტრს თითო შედეგიანი გადაცემა, ჩაჭრა და დაფარება ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ დეანდრემ მატჩის მომგები სროლა 0.9 წამით ადრე გამოიყენა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოაგებინა.
რაც შეეხება "კლიპერსს", პოლ ჯორჯის ანგარიშზე 26 ქულა, 6 მოხსნა და 6-იც შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
ამრიგად, დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ფინალში "ფინიქსი" 2:0 დაწინაურდა. მომდევნო ორი შეხვედრა 25 და 27 ივნისს ლოს-ანჯელესში გაიმართება.