დღეს, 15 ივლისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სუპერფინალის მე-4 შეხვედრა გაიმართა.
"მილუოკი ბაქსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და 6-ქულიანი უპირატესობით, 109:103 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო კრის მიდლტონი გახლდათ, რომელმაც თავი 40 ქულით, 6 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
იანის ანტეტოკუნმპომ 26 ქულა, 14 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.
რაც შეეხება "სანსს", დევინ ბუკერმა გუნდს 42 ქულა, 1 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.
ჯეი კრაუდერის ანგარიშზე 15 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება გახლდათ.
ამრიგად, სერიაში ანგარიში 2:2 გახდა. მომდევნო შეხვედრა 18 ივლისს ფინიქსში გაიმართება.