NBA-ს პრესეზონი გრძელდება. "მემფის გრიზლმა" "დეტროიტ პისტონსს" უმასპინძლა და 35-ქულიანი უპირატესობით, 127:92 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ჯა მორანტი გახლდათ, რომელმაც თავი 24 ქულით, 2 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
"პისტონსის" მხრიდან" საუკეთესო მექულე ჰამიდუ დიალო გახლდათ. ჩატენვების კონკურსის ყოფილმა გამარჯვებულმა გუნდს 13 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
"გრიზლი" მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავს. "დეტროიტი" 14 ოქტომბერს "ნიუ იორკ ნიქსს" დაუპირისპირდება.