გოგამ ბრწყინვალე მატჩი გამართა! ქართველმა კრიტიკოსებს ღირსეულად უპასუხა [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში  "ინდიანამ" მორიგი საგამოფენო შეხვედრა გამართა. ბოლო მატჩში "პეისერსმა" "კლივლენდ კავალიერსს" უმასპინძლა და 94:110 დამარცხდა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო მექულე გოგა ბითაძე გახლდათ. ქართველმა სპორტსმენმა მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 18 ქულით, 6 მოხსნითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.


მოგეხსენებათ, ბოლო მატჩები გოგამ აშკარად ჩააგდო (0-4-3 ქულა დააგროვა), დღევანდელი მატჩით კი კრიტიკოსებს პასუხი საჯაროდ გასცა.

სტუმართა რიგებიდან ჩედო ოსმანი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 1
4 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, "პეისერსმა" პრესეზონის ეგიდით 4 შეხვედრა გამართა, საიდანაც 2 მოიგო, 2 კი დათმო.

რაც შეეხება 2021/22 წლების სეზონს, "ინდიანა" გათამაშებაში 21 ოქტომბერს "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ ჩაერთვება, "კავალიერსი" იმავე რიცხვში "მემფის გრიზლს" დაუპირისპირდება.

altქართველების დღე NBA-ში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
4 სამ ქულიანი!ქართველი უკანახაზელებიც კი,იშვიათად თუ ახერხებენ ამდენს.ვფიქრობ მაინც ფსოქოლოგიაში არის სუსტი.სხვა დროსაც უკვე წაგებულ თამაშებში აგროვებს ხოლმე ბევრ ქულას.დაძაბულ შერკინებაში კი,გაცილებით დაბალი პროცენტი აქვს.თავი ერთერთ ლიდერად თუ იგრძნო და მატჩის ბედზე პასუხისმგებლად,დარწმუნებული ვარ,ტყორცნის სიზუსტეს,საგრძნობლად მოუმატებს.ცედევიტაში ხომ სრულიად მისაღები პროცენტით ჰყრიდა, საქულიანებს
სოსო
14:22 16-10-2021
0
დიჯეი გოგა ჩაატარა. არ გაჩერდე ბრო, წაუსნიკერსე!
გიო გიო
10:40 16-10-2021
0

სიახლეები პოპულარული